12 ივნისი, 2026
სკოლის მოსწავლე ინტერესდება მაღალი ტექნოლოგიებით
კომაროვის სკოლის XII კლასის მოსწავლე ნინი ლოლაძე რამდენიმე თვეა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის და მართვის სისტემების ფაკულტეტის IT ლაბორატორიაში ეცნობა (მენტორი, პროფესორი მაგული ბედინეიშვილი) SCADA და IoT ტექნოლოგიებს. ნინი გამოირჩევა ცნობისმოყვარეობით და ინჟინერიისადმი გატაცებით. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე მას არ ქონია ამ ტექნოლოგიებთან შეხება, მაინც წარმატებით გაართვა თავი იმ ამოცანებს, რომელსაც სწავლობენ ჩვენი სტუდენტები. ახლახან ნინი ჩაირიცხა ბელგიის ლუვენის უნივერსიტეტში. იმედს ვიტოვებთ ჩვენს ლაბორატორიაში მიღებული გამოცდილება გამოადგება მომავალ აკადემიურ საქმიანობაში.


