თბილისი-დრეზდენი - 27 იანვარი, 2025

პროექტის მეორე საკონსულტაციო შეხვედრა

2025 წლის 27 იანვარს  გაიმართა დრეზდენის  გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTW) პროფესორის მარიო ნიუგებაუერის საკონსულტაციო on-line შეხვედრა პროექტის მკვლევართა ჯგუფთან. შეხვერდას ასევე ესწრებოდa ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია.

მკვლევრებმა წარმოადგინეს პროექტის პირველი ექვსი თვის შედეგები და განიხილეს მომდევნო ექვსი თვის სამუშაო გეგმა. პროფესორი მარიო ნიუგებაუერი ყურადღებით გაეცნო პროექტში მიმდინარე პერიოდისთვის მიღებულ შედეგებს, აღნიშნა კვლევის მაღალი ხარისხი. განსაკუთრებით ხაზი გაუსვა პროექტის შედეგების მნიშვნელობას საქართველოს რეგიონებში მაღალიტექნოლოგიური საინჟინრო სწავლების განვითარებისთვის.  

პროექტის ხელმძღანელმა, პროფესორმა ლევან იმნაიშვილმა  აღნიშნა, რომ პროფესორ მარიო ნიუგებაუერის მიერ გამოქმული მოსაზრებები მნიშვნელოვანია პროექტის შემდგომი განვითარებისთვის.

კონკურენტული ინოვაციების ფონდი

gtu