თბილისი, სტუ - 27 ნოემბერი, 2025

კურსდამთავრებული ქალბატონების შეხვედრა სტუდენტ გოგონებთან

საგრანტო პროექტის #CIF-2-2024-03 – „საინჟინრო საგანმანათლებლო
პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური
ლაბორატორიების გამოყენებით“ ფარგლებში 27 ნოემბერს შედგა ინფორმატიკისა
და მართვის სისტემების ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქალბატონების
Online-შეხვედრა ფაკულტეტის სტუდენტ გოგონებთან. 
შეხვედრის მიზანი იყო ჩვენი ფაკულტეტის კურსდამთავრებული ქალბატონების
წარმატებული კარიერის წარმოჩენა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტ გოგონებში
ტექნოლოგიების მიმართ მოტივაციის ზრდას.
კურსდამთვარებული ქალბატონების საქმიანმა საუბრებმა ტექნოლოგიებზე
დიდი ინტერესი გამოიწვია.

კონკურენტული ინოვაციების ფონდი

gtu