თელავი - 13 ოქტომბერი, 2025
შეხვედრა თელავის უნივერსიტეტში
საგრანტო პროექტის #CIF-2-2024-03 – „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“ (ახორციელებს კონსორციუმი შემადგენლობით: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მკვლევრები 10.10.2025–ში პროექტის ფარგლებში შეხვდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა დარგის პედაგოგებს და სტუდენტებს. შეხვედრას on-line რეჟიმში ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.
შეხვედრის მოდერატორი გახლდათ პროფ. ლ.იმნაიშვილი.
შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება სხვადასხვა დარგში. ასევე ყურადღება გამახვილდა დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგიებზე.
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ:
· სტუ–ს ვიცე–რექტორი, პროფ. თამარ ლომინაძე.
· სტუ–ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თალიკო ჟვანია.
შეხვედრაზე პროექტის მკვლევრებმა სტუდენტებს და პროფესორებს წარუდგინეს პროექტის ფარგლებში შექმნილი IoT ლაბორატორია და დემონსტრირება გაუკეთეს მის შესაძლებლობებს სხვადასხვა დარგებში IoT–ის გამოყენების მიზნით, რამაც გამოიწვია დიდი დაინტერესება. მკვლევარებმა ამომწურავი პასუხები გასცეს დასმულ შეკითხვებს.
შეხვედრის შემდგომ პროექტის მკვლევრებმა დაათვალიერეს მასპინძელი უნივერსიტეტის ლაბორატორიები.