თბილისი, სტუ - 03 ოქტომბერი, 2025
შეხვედრა პროექტის კონსულტანტთან
საგრანტო პროექტს CIF-2-2024-03 – „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“ 2025 წლის 3 ოქტომბერს ესტუმრა პროექტის უცხოელი კონსულტანტი, დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნიუგებაუერი.
პროფესორმა ნიუგებაუერმა წამოაყენა მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი კითხვები, რომელთა განხილვაც ხელს შეუწყობს დისტანციური ლაბორატორიული ტექნოლოგიების შემდგომ განვითარებასა და სრულყოფას.