თბილისი, სტუ, IT საბორატორია - 31 იანვარი, 2025
ინსტრუქტორების ტრენინგი
პროექტით გათვალიწინებულია რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტების მიერ დისტანციური ექპერიმენტის ჩატარება სტუ-ს IT ლაბორატორიაში. ამ პროცესში გამოიყენება მაღალი IT ტექნოლოგიები და სტუ-ს IT ლაბორატორიის ინსტრუქტორების ჩართულობა. შემუშავებულია დისტანციური სტუდენტის და ინსტრუქტორის ურთიერთობის პროტოკოლი. შესბამისად, ინსტრუქტორს მოეთხოვება შესაბამისი უნარების ქონა.
ამ მიზნით 2025 წლის 31 იანვარს გაიმართა ინსტრუქტორების ტრენინგი. ინსტრუქტორებად შერჩეულია სტუ-ს IT ლაბორატორიის სპეციალისტთა და ლაბორანტთა ჯგუფი.
მიმდინარე პროექტის შესახებ ისაუბრა პროექტის ხელმძღვანელმა ლევან იმნაიშვილმა.
ტრენინგს უძღვებოდნენ პროექტის მკვლევრები მაგული ბედინეიშვილი და გოჩა ზედგინიძე.
აღსანიშნავი იყო ინსტრუქტორების აქტიური ჩართულობა მათთვის სიახლის მომცველი ტექნოლოგიაში.