თელავი - 23 მაისი, 2025
შეხვედრა თესაუს სტუდენტებთან
23 მაისს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა პროექტის მკვლევარების შეხვედრა შესაბამისი პროფილის სტუდენტებთან და პედაგოგებთან. შეხვედრაზე განხილული იქნა დისტანციული საინჟინრო სწავლების აქტუალური საკითხები, გამოიკვეთა თესაუს პერსპექტივები დისტანციურ სწავლებაში, შესაძლებელი ხდება სასწავლო პროცესში შემოტანილი იქნას მაღალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ახალი სასწავლო კურსები, რაც გაზრდის სტუდენტების რეგიონში დასაქმების არეალს.