ბათუმი - 30 მაისი, 2025

შეხვედრა ბსუ-ს სტუდენტებთან

საგრანტო პროექტის #CIF-2-2024-03 – „საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით მკვლევარები 30 მაისს პროექტის ფარგლებში შეხვდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერიმენტში ჩართულ სტუდენტებს და პროფესორებს.

შეხვედრის მოდერატორი გახლდათ პროფესორი ლევან იმნაიშვილი.

შეხვედრის მონაწილეებს მიესალმნენ:

  • სტუ–ს ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფ. თალიკო ჟვანია
  • “კონკურენტული ინოვაციების ფონდის” ადმინისტრირების ერთეულის ხელმძღვანელი ანა გომელაური

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი იზოლდა ჯაბნიძე, საგანმანათლებო პროგრამის “კომპიუტერული მეცნიერება” ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე.

შეხვედრაზე პროექტის მკვლევარებმა სტუდენტებს და პროფესორებს წარუდგინეს ლაბორატორიული დანადგარების ფიზიკური ეგზემპლიარები, რამაც გამოწვია დიდი დაინტერესება. მკვლევარებმა ამომწურავი პასუხები გასცეს სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

შეხვედრაზე თვალშისაცემი იყო სტუდენტებში სწავლისადმი მოტივაციის ზრდა, რაც გამოწვეულია სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო კურსების შემოტანით და მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით.

კონკურენტული ინოვაციების ფონდი

gtu