ბათუმი - 01 ოქტომბერი, 2025
საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა
20 სექტემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბსუ)
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
მხარდაჭერითა და ბსუ–ს ორგანიზებით მეცნიერების ფესტივალი ,,საზღვაო ქვეყნის
ლურჯი პოლიტიკა” გაიმართა. ფესტივალზე ჩვენი ფაკულტეტიდან წარმოდგენილი იყო
„დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგია“, რომელიც შემუშავებულია
კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) საგრანტო პროექტის # CIF-2-2024-03 –
„საინჟინრო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივი შემუშავება და განხორციელება
დისტანციური ლაბორატორიების გამოყენებით“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს
კონსორციუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (სტუ), ბსუ-ს და იაკობ
გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენლობით.
შესაბამისად, პროექტში მიღებული შედეგები დანერგილი იქნა ამ უნივერსიტეტებში.
ფესტივალზე „დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგია“
წარმოდგენილი იქნა ლაბორატორიული ექსპერიმენტებით - ლაბორატორიული დანადგარი
განთავსებული იყო სტუ–ში და მომხმარებელი (სტუდენტი) იმყოფებებოდა ბსუ–ში.
ბსუ–ში დამთვალიერებლების ინფორმირებას ახდენდნენ ექსპერიმენტში მონაწილე
სტუდენტები და პროექტის გუნდის წევრი, ასოცირებული პროფესორი მიხეილ დონაძე,
ხოლო სტუ-ში - პროექტის გუნდის წევრები პროფესორები ლევან იმნაიშვილი, მაგული
ბედინეიშვილი და ასოცირებული პროფესორი გოჩა ზედგინიძე. ტექნოლოგიამ
დამთვალირებლებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.