თბილისი, სტუ - 08 ოქტომბერი, 2024
პროექტის საკონსულტაციო შეხვედრა
საქართველოს ტექნიკურ უნივერიტეტში 2024 წლის 8 ოქტომბერს გაიმართა დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის (HTW) პროფესორის მარიო ნიუგებაუერის საკონსულტაციო შეხვედრა პროექტის მკვლევართა ჯგუფთან. შეხვერდას ასევე ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია და დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის სტუდენტები. მკვლევარებმა წარმოადგინეს პროექტის მიმდინარე შედეგები. განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოჩინდა დისტანციური ლაბორატორიული ექსპერიმენტის ტექნოლოგიის დემო-ვერსიის დემონსტრირება. მოხდა აზრთა გაცვლა პროექტის კონსულტანტსა და მკვლევარებს შორის. პროექტის ხელმძღანელმა, პროფესორმა ლევან იმნაიშვილმა აღნიშნა, რომ პროფესორ მარიო ნიუგებაუერის მიერ გამოქმული მოსაზრებები მნიშვნელოვანია კვლევის შემდგომი განვითარებისთვის.
პროფესორი მარიო ნიუგებაუერი და გერმანელი სტუდენტები ასევე გაეცნენ სტუ-ში რეკონსტრუირებულ გიორგი ნიკოლაძის "პირდაპირი გამრავლების და გაყოფის ელექტრულ არითმომეტრს". ისინი აღფრთოვანებულნი დარჩნენ გასული საუკუნის დასაწყისში ქართველი მეცნიერის გამოგონებით.